პროექტის პრეზენტაცია
პროექტი დამეხმარება სასწავლო პროცესი გავხადო უფრო მრავალფეროვანი და მოსწავლეები ჩავრთო მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების გადაჭრაში, რისი განხორციელებაც საგაკვეთილო პროცესში შეუძლებელია. პროექტი მოსწავლეებს დაეხმარებათ ისწავლონ კვლევა, ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და 21-ე საუკუნის უნარები. განხილული შეფასების ინსტრუმენტები და სხვადასხვა სტრატეგიები ხელს შეუწყობს სწავლების და დიფერენცირების სწორად წარმართვას. კარგად დავინახავ სასწავლო პროცესის საჭიროებებს, გაიზრდება მოსწავლეების ჩართულობა და მოტივაცია. იმედია მომავალში საინტერესო პროექტს დავგეგმავ.
პროექტებით სწავლება
Sunday, May 8, 2016
Saturday, May 7, 2016
Saturday, April 23, 2016
Tuesday, April 19, 2016
შეფასების დროში გაწერილი გეგმა პროექტის სწორად განსაზღვრაში მეხმარება.მეხმარება იმის დანახვაში, ვაღწევ თუ არა დასახულ მიზანს. შეფასების დროში გაწერილმა გეგმამ საშუალება მოგვცა, ამერჩია ზუსტი აქტივობები პროექტის დაწყებამდე, მსვლელობისას და ბოლოს, რაც დამეხმარება დასახული მიზნების მიღწევასა და სწორად შეფასებაში. ვიმსჯელეთ უკუკავშირის გზებზე, განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები, რამაც სხვისი თვალით შემახედა ჩემი პროექტის დადებით და უარყოფით ასპექტებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)