Sunday, May 8, 2016

პროექტის პრეზენტაცია














პროექტი დამეხმარება სასწავლო პროცესი გავხადო უფრო მრავალფეროვანი და მოსწავლეები ჩავრთო მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების გადაჭრაში, რისი განხორციელებაც საგაკვეთილო პროცესში შეუძლებელია. პროექტი მოსწავლეებს დაეხმარებათ  ისწავლონ კვლევა, ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და 21-ე საუკუნის უნარები. განხილული შეფასების ინსტრუმენტები და სხვადასხვა სტრატეგიები ხელს შეუწყობს სწავლების და დიფერენცირების სწორად წარმართვას. კარგად დავინახავ სასწავლო პროცესის საჭიროებებს, გაიზრდება მოსწავლეების ჩართულობა და მოტივაცია. იმედია მომავალში საინტერესო პროექტს დავგეგმავ.

Saturday, May 7, 2016

ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალაზე, რაც გაუადვილებს მოსწავლეებს ინფორმაციაზე ფოკუსირებას,სწორად შერჩეული ტექნოლოგიები დაფასილიტაციის ნიმუში დაეხმარება ადვილად გაართვას თავისამუშაოს, არ დაკარგოს მოტივაცია.

Saturday, April 23, 2016

განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშები, რომელიც დამეხმარება ფოკუსირება მოვახდინო პროექტზე მუშაობოსას. მნისვნელოვანია, როგორ მოვარგო ტექნოლოგია ნაშრომს დაშევქმნა , გავაკეთებინო ისეთი ნიმუშები, რომელიც დაეხმარება მაღალი სააზროვნო უნარების მიღწევაში.

Tuesday, April 19, 2016

შეფასების დროში გაწერილი გეგმა  პროექტის სწორად განსაზღვრაში მეხმარება.მეხმარება იმის დანახვაში, ვაღწევ  თუ არა დასახულ მიზანს. შეფასების დროში გაწერილმა გეგმამ საშუალება მოგვცა, ამერჩია ზუსტი აქტივობები პროექტის დაწყებამდე, მსვლელობისას და ბოლოს, რაც დამეხმარება დასახული მიზნების მიღწევასა და სწორად შეფასებაში. ვიმსჯელეთ უკუკავშირის გზებზე, განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები, რამაც სხვისი თვალით შემახედა  ჩემი პროექტის დადებით და უარყოფით ასპექტებზე.

Sunday, April 10, 2016

პროექტებით სწავლება საინტერესო და აქტუალურია, ის მოიცავს საგანთა შორის კავშირს, დროშია შეუზღუდავი, პროექტი პრობლემაზეა ორიენტირებული, ავითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ზრდის ჩართულობას და მოტივაციას მოსწავლეებში.